Wednesday, June 9, 2010

ნარკომანია

ნარკომანია

ნარკომანია ბერძნული სიტყვაა და ნარკოტიკებისადმი ძლიერ ავადმყოფურ მიდრეკილებას ნიშნავს. ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

  ნარკომანია და საზოგადოება
  სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
  ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
  ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.

1. ფსიქო-ფარმაკოლოგიური დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ქრონიკული ან სერიოზული მოხმარების შედეგად.

2. ეკონომიკურად განპირობებული დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი იმ მიზნით, რომ მოიპოვონ ფული (ან ნარკოტიკები) ნარკოტიკების მოხმარების უზრუნველსაყოფად.

3. სისტემური დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი როგორც უკანონო ნარკოტიკების ბაზრის ფუნქციონირების, ნარკოტიკების მიწოდების, გავრცელებისა და მოხმარების ბიზნესის ნაწილი.

4. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონების დარღვევები: დანაშაულები ჩადენილი ნარკოტიკების (ან სხვა მსგავსი) კანონმდებლობის დარღვევით.

დევიზი უცვლელია

იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე – ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მართლაც ძნელია, იპოვო დედამიწაზე ადგილი, ნარკოტიკის გემო რომ არ იცოდნენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!

ნარკო-ბუმის მიზეზი
ნარკოლოგთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს. მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა, რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.

რაშია საქმე
ნარკომანიის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის უდიდესი მნიშვნელობა იმდენად აშკარაა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს. რაც შეეხება ნიშნებს, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებლებს ამხელს და რომლებიც ყველა მოზარდის მშობელმა უნდა იცოდეს, თქვენს ყურადღებას ნამდვილად შევაჩერებთ.
“რაღაცაშია საქმე”, თუ:
. მოზარდი, რომელიც აქამდე დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, თავის თავში ჩაიკეტა და გულჩახვეული გახდა.
. შინიდან უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება, სახლში კი გვიან ღამით ბრუნდება ― მაშინ, როდესაც, მისი აზრით, ოჯახის წევრებს უკვე სძინავთ. საშინლად ღიზიანდება, როდესაც ეკითხებიან: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”
. ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ფსიქოსტიმულატორების გამოყენებისას კი რული არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს.
. გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, ცუდად სწავლობს. მეცადინეობა აღარ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს, რადგანაც მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.
. ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), სრულებით აღარ ხიბლავს.
. წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა უხდება.
. აღენიშნება ხასიათის უჩვეულო ცვლილება: კონფლიქტურ სიტუაციაში, თუნდაც პიროვნული ღირსება შეულახონ, მეტისმეტად მშვიდია, სამაგიეროდ, შეიძლება უმიზეზოდ აფეთქდეს და ჩხუბი დაიწყოს. მეტწილად კი უგუნებოდ და დათრგუნულია.
. უფრო და უფრო მეტ ფულს გთხოვთ, თუმცა რაიმე ფასეული შენაძენი შინ არ მოაქვს. მეტიც: თქვენი საფულიდან იკარგება ფული, შინიდან კი – ძვირფასი ნივთები.
. ახალი მეგობრები ჰყავს, რომელთა თქვენთვის გაცნობას არ ჩქარობს, ტელეფონით კი მათთან ჩურჩულით საუბრობს.
ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ დროა, შვილს გულახდილად ესაუბროთ. გირჩევთ, საუბრისას სიმკაცრე არ გამოიჩინოთ. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ და მოზარდიც, სავარაუდოდ, გულს გადაგიშლით.

საშიში ნიშნები
ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ნარკომანია დანაშაულად ითვლებოდა. ამჟამად გარკვეულია: ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანსაც (მათ ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენურ მომხმარებლებს უწოდებენ), ისევე როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება.
ვიდრე თერაპიაზე საუბარს დავიწყებდეთ, ჩამოვთვლით ნიშნებს, რომლებიც დაავადებაზე ან, უბრალოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს:
. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზინის;
. მომატებული ძილიანობა (ნარკოტიკების მომხმარებლებს ფაქტობრივად ფეხზე ეძინებათ, შეიძლება, თვალგახელილმაც ჩათვლიმონ);
. ძლიერი აგზნებულობა, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე, მოყვითალო ელფერი;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;
. მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა;
. ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;
. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით ინექცია შეიძლება ფეხებზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზე გაკეთდეს.
თუ მშობლები ამგვარ საეჭვო ნიშნებს შეამჩნევენ, კონსულტაციისთვის უთუოდ სპეციალისტს უნდა მიმართონ.

როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკებს
ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო ხანს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი ნარკომანიით დაავადებულისთვის გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერების – მეტადონის მიწოდებას გულისხმობს. თუ ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია.
რაც შეეხება დეტოქსიკაციის მეთოდს, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. დაიხსომეთ: მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების მხარდაჭერას. არ შეიძლება, ნარკომანიით დაავადებულს ეჩხუბო, შეურაცხყოფა მიაყენო, აიძულო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია, ოჯახის წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ მკურნალობა მოტივირებული გახადოს.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა სარეაბილიტაციო კურსია, რომელსაც, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ.
დევიზი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ხალხია ნარკოლიდერები. ისინი დიდი რაოდენობით ყიდიან ნარკოტიკს. ნარკოტიკის ერთი გაკეთებაც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მსოფლიოში ყოველ დღიურად 1000-ობით ადამიანი იღუპება. ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმში, როგორც კი შედის მერე მისი ორგანიზმი ამ ძალას ვეღარ უმკლავდება და ბოლოს ეს ყველაფერი სიკვდილით მთავრედბა. მსოფლიოში შექმნილია ათასობით ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრი, რომელიც ადამიანს სრულად ცვლის და ჯანსაღ ცხოვრებას უბრუნებს.

ნარკომანია მთელ სოფლიოშია გავრცელებული. ნარკოტიკის შედეგად იღუპება ძალიან ბევრი ადამიანი.ჩვენ ხელი უნდა გაუწოდოთ ერთმანეთს და გავანადგუროთ ნარკომანია.ნუ გასინჯავთ ნარკოტიკს, ის მავნებელია ორგანიზმისთვის. მომავალი წინ არის, ცხოვრება მშვენიერია.

ნარკომანია ძალიან ცუდი სენია. იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას. მე მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთმა ბიჭმა ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ ისევ განაგრძობდა ნარკოტიკის მიღებას მას არ შეეძლო მოთმენა, ერთ კვირას ვერ ძლებდა ნარკოტიკის გარეშე. მაგრამ ბოლოს ეს ბიჭი თავს მოერია იმკურნალა და გამოჯამრთელდა. ეხლა უკვე ცოლიც ყავს და შვილიც და ჩვეულებრივად ცხოვრობს, როგორც სხვა ადამიანები.მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და ნარკოტიკებს ყოველდღიურად იკეთებენ. არის ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც თავიდან წესიერი ბიჭი იყო მაგრამ მამამ მიატოვა, თავისმა ძმაკაცებმა კი ურჩიეს ნარკოტიკის გაკეთება, რათა კარგ ხასიათზე დამდგარიყო.ეს რჩევა მან სისრულეში მოიყვანა.ადამიანი საკუთარი თავის მტერია. მე მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ჭაფოძე ანა.VIკლ.

თუ შენ ნარკომანი ხარ, მაშინ შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს!
ნუ იკლავ თავს!
ნარკომანი ყოველ 20წუთში ერთი ადამიანი იღუპება.
სოფიო ფილიშვილი VIკლ.

ყველამ ვიცით, რომ ყაყაჩოსაგან ნარკოტიკებს ამზადებენ. ეს დავადება მსოფლიოშია გავრცელებული და მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს თუ დროულად არ დაანებებთ თავს. მე ბევრი ადამიანი მყავს ნანახი, რომელიც ნარკომანია და ისინი ძალიან მეცოდებიან. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აკეთებენ ბევრ რეკლამებს და ასევე არის სამკურნალო ცენტრები. მე იმედი მაქვს რომ საქართველოში ეს პრობლემა საბოლოოდ ამოიძირკვება და ასეთი ადამიანები აღარ იარსებებენ

ნარკომანია
დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006., 

დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს - ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ნარკომანიას ახასიათებს: ფსიქიკური დამოკიდებულება; ფიზიკური დამოკიდებულება; ეიფორია; დეპრესია; ჰალუცინაცია
See also: ფსიქიკური დამოკიდებულება, ფიზიკური დამოკიდებულება, ეიფორია, დეპრესია, ჰალუცინაცია, ნარკომანი
Source: ნიჟარაძე ნანა, მებაღიშვილი თათია, აირჩიეთ სიყვარული!/სოლიდარობა №5’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.

ჟურნალ ოზონში, ერთერთი დიჯეის მიერ მიცემულ ინტერვიუს,

კლუბური ნარკოტიკის შესახებ
სიმართლე გითხრა, ბევრი ვიფიქრე, რით დამეწყო ახალი რუბრიკა და ბოლოს გადავწყვიტე ჩემი პირველი სტატია "კლუბური ნარკოტიკებისთვის" მიმეძღვნა.
ვფიქრობ ეს დღეს კლუბურ კულტურასთან დაკავშირებით ერთერთი ყველაზე აქტიური თემაა, რადგან ბევრს სწორად არ ესმის ასეთი ნარკოტიკის ცნება, ხდება ისეც, რომ მშობლები შვილებს "კლუბური ნარკოტიკების შიშით, კლუბში წასვლას უკრძალავენ (რაც ჩემი აზრით გამოსავალი არ გახლავთ).
"კლუბური ნარკოტიკის" ყველაზე პოპულარული სახეობა ექსტაზი "გახლავთ". პირადად მე ამ ტაბლეტს არცთუ დადებითად ვუყურებ და მისი მომხმარებელიც არ ვარ, მაგრამ ვეცდები ნეიტრალური ვიყო და მოგაწოდოთ იმფორმაცია, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს "კლუბური ნარკოტიკი".
"ექსტაზი" სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან შემდგარი ტაბლეტია, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადი ადგილი უკავია MDMA-ს (მეთილენ-დიოქსიდ-მეთ-ამფეტამინს). ეს უკანასკნელი შედარებით ახალი ნივთიერებაა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში კლუბური მუსიკისა და კლუბური ცხოვრების შემოსვლასთან ერთად გაჩნდა. ექსტაზის მიღების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანი უძლურუ და დეპრესიული ხდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში; "ექსტაზის" მოხმარება შეიძლება რამდენიმე სახით აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, 
ადამიანის ორგანიზმში ის იწვევს:
1*ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას.
2აქვეითებს თერმორეგულაციას.
3*ხელს უწყობს სეროტონინის აქტიურ გამოყოფას.

ყველაფერი ეს კი საბოლოვო ჯამში ექსტაზის ეფექტს განაპირობებს, რომელიც გამოიხატება მუსიკის და გარემოს აქტიური აღქმით, ენერგიის მოზღვავებით, ხალხთან და გარემოსთან კონტაქტით და ამ ენერგიის დახარჯვის სურვილით. ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი ეიფორიის, მეგობრობის და ბედნიერების გაძლიერებული გამოხატვის სურვილით გამოირჩევიან.ამ არატიპიური ნიშნების გამო, ნარკოტიკის ეს სახეობა ვერცერთ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ვერ გააერთიანეს და სჰემოიღეს კლასიფიკაციის ახალი ჯგუფი, რომელსაც ემპათოგენი დაარქვეს.

დღეს მსოფლიოში ექსტაზის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელიც ქიმიური შემადგენლობით ერთმანეთისაგან განსხვავდება. სხვადასხვა სახეობის ექსტაზებში MDMA-ს შემცველობა სხვადასხვაა. შესაბამისად სხვადასხვაა მათი მოქმედების სიმძლავრეც,რაც გამოარჩევს კიდევ ერთ სახეობის ექსტაზის მეორესაგან. ე.წ დაექსტაზება ნარკოტიკის მიღებიდან 1-2 საათში იწყება და 3-6 საათს გრძელდება.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ექსტაზის შენახვა და გაყიდვა კრიმინალია და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ამიტომ მშობლების ის მოსაზრება, რომ მათი შვილები კლუბში წასვლის შემთხვევაში იქვე სჰეიძენენ ექსტაზის მცდარია. დარწმუნებული ვარ რამდენიმე დოლარით მეტი შემოსავლის მისაღებად, კლუბის მეპატრონეები თავს არ აიტკივებენ და საკუთარ ბიზნესს საფრტხეს არ შეუქმნიან, რადგან მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში, გამმყიდველის გარდა პასუხი კლუბის ხელმძღვანელობასაც მოეთხოვება.
ახლა რაც შეეხება მდგომარეობას ამ მხრივ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ბრიტანეთის კანონმდებლობა ამბობს, რომ აკრძალულია ექსტაზის გაყიდვა და ტარება, მაგრამ ბრიტანეთსჰი ექსტაზის მიღების გამო არ იჟერენ, რადგან ამ ნარკოტიკის მოხმარებას, დეკრიმინალიზაცია გაუკეთდა გარკვეულწილად. იმავე ბრიტანეთის პარლამენტის დასკვნით ექსტაზი ნაკლებად საზიანოა კაცობრიობისათვის ვიდრე ალკოჰოლი ან თამბაქო. მაგალითად გასულ წელს ექსტაზის მოხმარების შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ნარკოტიკის მიღება კარგია ან არასახიფათოა.
მსოფლიოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის პრევენციულ რჩევებს ავრცელებს, მათ შორის ინტერნეტით,
გთავაზობთ სხვადასხვა საიმფორმაციო რესურსებში გამოქვეყნებულ რჩევას. 
ექსტაზის მიღების შედეგად, ორგანიზმში დარღვეული თერმორეგულაციის დროს სხეულის ტემპერატურა მატულობს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს.ამიტომ დაექსტაზებულმა ადამიანმა თან უნდა იქონიოს წყლის გარკვეული რაოდენობა , რათა სხეულის გადახურება და გამოშრობა თავიდან აიცილოს: ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ არ შეიძლება ალკოჰოლის ან მედიკამენტების მიღება, რადგან არ უკანასკნელთა შემადგენელი ნივთიერებები შეიძლება ექსტაზის შემადგენელ ნივთიერებებთან უარყოფით რეაქციაში შევიდეს: მიუხედავად იმისა რომ ექსტაზი მოჭარბებულ ენერგიას წარმოშობს , აუცილებელია პერიოდული დასვენება, რადგან ნარკოტიკის აყოლამ შეიძლება გამოფიტვა გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა: მედიკოსები ამბობენ რომ ექსტაზის ზემოქმედების დასრულების შემდეგ, სხეულის ტემპერატურა იკლებს და ადამიანს ამცივნებს, ამიტომ საჭიროა თბილი ტანსაცმლის ქონა: ორგანიზმს ექსტაზის მიმართ სენსიბილიზაციის უნარი გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ ნარკოტიკის აქტიური მოხმარების დროს, საჭირო იქნება დოზის მუდმივი ზრდა, რაც გააძლიერებს ორგანიზმში მოქმედ პროცესებს და საბოლოვოდ, მისი სხვადასხვა სისტემის მოშლას გამოიწვევს. პრინციპში სულ ეს არის, რაც საჭიროდ ჩავთვალე, კლუბური ნარკოტიკების შესახებ დამეწერა. ჩემი აზრით კლუბში ყველაზე დიდი ნარკოტიკი, მუსიკა და იქაური აურა უნდა იყოს. ვთვლი რომ ექსტაზი ზედმეტია და მას იმდენი კარგი იმდენი არ მოაქვს, რო მისი მიღება ღირდეს. მაგრამ ესეც თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.
აბსტინენტური სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.

აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი [რედაქტირება]

ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროს — კანქვეშის, ნათხემის, ჰიპოტალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).

თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლების არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.
დამახასიათებელი თვისებები

ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:
ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია

მკურნალობა

ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.
ძალისმიერი გზები

ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.
ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით [რედაქტირება]

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.
მდგომარეობის განვითარების პროგნოზი [რედაქტირება]

გაეროს სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე მდგომარეობის განვითარებას მთლიანად განაპირობებს მდგომარეობა ავღანეთში, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს ყანებია და სადაც უკანასკნელ წლებში მსოფლიოში უკანონო ოპიუმის წარმოების სამი მეოთხედი მოდის.

ამასთან, უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებენ საერთო სტაბილურობას და კოკას ნარგავებს ამცირებენ (კოლუმბია, პერუ და ბოლივია) და კოკაინის წარმოება. აქტიურად ფუნქციონირებს კანაფის ბაზარი. მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აფრიკაში.
 
მარტში გამოქვეყნდა გაეროსთან ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მორიგი ყოველწლიური მოხსენება.

მოხსენებაში დასახელებული საერთო ტენდენციების რიცხვს მიეკუთვნება ნარკოტიკების საფოსტო კონტრაბანდა, ნარკოტიკების შეუფერხებელი ტრანზიტი მექსიკიდან და ასევე, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტი სულ უფრო დიდი რაოდენობით ავღანური ჰეროინის რუსეთში შეტანის შესახებ. 2004 წელს რუსეთში ჰეროინის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს — 3,8 ტ. (ევროპაში რუსეთი მეექვსე ადგილზეა ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის შემდეგ).

ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევე „ექსტაზი“. ჰაროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 ტ.-ს აღწევს. პრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედის. ექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქედან გადის ავტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ევროპაში „ექსტაზს“ ძირითადად ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენ, კოკაინს კი — ესპანეთში, ჰოლანდიაში, დანიასა და გერმანიაში. რუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანია, მაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდეს — მაშასადამე, მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი. რუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია — 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებს, ძირითადად ჰეროინს.

ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.
მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .
დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ა. შ. ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.
ევროსაბჭოს წევრ ქვეყნების კანონმდებლობათა ტენდენციები ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის საკითხებთან დაკავშირებით.

"ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა" მოცემულ დოკუმენტში უნდა გავიგოთ როგორც აკრძალულ ჩამონათვალში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა ან მისი შეძენა.

ევროსაბჭოში თანდათანობით მკვიდრდება ტენდენცია იმ სამართალდარღვევებს შორის განსასხვავებების დასადგენად, რომელთაგან ნაწილი უკავშირდება ნარკოტიკების გამოყენებას ცალკეული მომხმარებლის მიერ (საუბარია როგორც წამალდამოკიდებულებაზე, ასევე გართობის მიზნით მოხმარებაზე), ხოლო ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების მიწოდებას. დღეისათვის ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა სულ უფრო მეტად ექვემდებარება სამედიცინო და სოციალურ სფეროებს, ვიდრე სასამართლო დევნას. თუ ვერწმუნებით დოკუმენტებს, სამართალდამრღვევს შეუძლია თავიდან აიცილოს უმნიშვნელო დანაშაულისათვის წაყენებული ბრალდება და თავისუფლების აღკვეთა იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნება გაიაროს რეაბილიტაციის კურსები. მიუხედავად ამისა, დღეისათვის ძალიან ძნელია განსჯა იმისა, თუ რამდენად ფართოთ არის ეს პრინციპი მიღებული პრაქტიკაში. 

ევროსაბჭოს შემადგენლობაში შემავალი 11 ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მცირე რაოდენობის ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს უნდა დაადგინონ ეხება თუ არა საქმე მათ გამოყენებას პირადი მოხმარების მიზნით. ბუნებრივია სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს სასჯელის გამტანის დროს. ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა და სახეობა - ეს კიდევ ორი ძირითადი მომენტია, რომელთაც ითვალისწინებენ გამოტანის დროს. პრაქტიკაში, ხოლოდ ნარკოტიკების შენახვისათვის მხილებული პირისათვის აღმკვეთი სასჯელი არ ხორციელდება ხოლმე. სამართლოებს შესასძლო სასჯელის შეფარდების დროს, როგორც წესი, გააჩნიათ საკმაოდ ფართო უფლებამოსილება, რომელიც განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებებით, კონკრეტული საქმის გარემოებით (ეხება თუ არა საქმე ნარკომანს), დანაშაულის ჩადენის ადგილით (ქალაქი, სოფელი), არკოტიკული ნივთიერებების რაოდენობითა და სახეობით. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია მოვხაზოთ საერთო კონკრეტული წესების დადგენა თუნდაც ერთი ქვეყნის ფარგლებში. მაგალითად, ევროპაში შეიმჩნევა აშკარა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მარიხუანისათვის სასამართლო სასჯელი ნაკლებად მკაცრია, ჰეროინის ფლობასთან შედარებით. რაც აიხსნება იმით რომ მარიხუანა წარმოადგენს უფრო ნაკლებად საშიშ ნივთიერებას. მიუხედავად ამისა, ცნობილია ფაქტები, როდესაც მცირე რაოდენობის მარიხუანისათვის სასჯელი გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე იგივე რაოდენობის ჰეროინისათვის, რადგან მეორე შემთხვევაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულება გამოვლინდა, ხოლო პირველ შემთხვევაში არა. სოფლის დასახლებაში დაკავებულ პირს უფრო მეტი შანსი აქვს გისოსებს მიღმა აღმოჩენის, მის ქალაქელ კოლეგასთან შედარებით. მსგავსი ფაქტების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგიური დანაშაულებები ექვემდებარება სხვადასხვა სასჯელს არა მარტო ევროსაბჭოს წევრ-ქვეყნებში, არამედ ერთი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც. მიუხედავად ამისა, ევროსაბჭოს ფარგლებში შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი საერთო მიდგომა, რომელიც ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისათვის სრულწლოვანი პირის დაპატიმრებას . დანაშაულის მიზეზი პირველი საერთო მომენტი ეხება დანაშაულის მიზეზს. საგამოძიებო ორგანოები პირველ რიგში განსაზღვრავენ, თუ რისთვის იყო განკუთვნილი აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება - პირადი მოხმარებასათვის თუ რეალიზაციისთვის. ეს განსხვავება, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ნათელადაა ჩამოყალიბებული, ხოლო ზოგან უფრო დაფარულია – წარმოადგენს უმთავრეს პრინციპს ნარკოტიკების შენახვისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს. ევროსაბჭოში შემავალი 15 წევრი ქვეყნიდან 11-ში, როდესაც საქმე ეხება პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვას, ეს ფაქტი სასჯელის დანიშვნისას განიხილება როგორც შემამსუბუქებელი გარემოება. ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში ნარკოტიკების შენახვა მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ლუქსემბურგში ეს ეხება მხოლოდ მარიხუანას. დანარჩენ 11 ქვეყანაში სასჯელი ნარკოტიკების შენახვაზე პირადი მოხმარებისათვის განისაზღვრება გაფრთხილებით, ჯარიმებითა ან პატიმრობის უმნიშვნელო ვადით. საბერძნეთში, ფინეთში, საფრანგეთსა და შვიციაში, სადაც ნარკოტიკების შენახვა პირადი მოხმარებისათვის ოფიციალურად არ განიხილება შემამსუბუქებელ გარემოებად, მოსამართლეებს განაჩენი გამოაქვთ იმის მიხედვით თუ როგორი ღონისძიებების მიღებაა საჭირო და მოხდება თუ არა მათი სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობის ან რომელიმე სხვა სახის ჩარჩოებში მოქცევა. ვითარება ამ სფეროში იცვლება, რისი დასტურიცაა, კერძოდ, საფრანგეთის მიერ 1999 წლის ივნისში მიღებული დირექტივა, რომელიც რეკომენდაციას აძლევს პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომ იმ პირთათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ არანაირი სხვა სამართალდარღვევა, გარდა აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებისა, სისხლის სამართლის სასჯელი გამოიყენონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. საბერძნეთში 1999 წელს მიღებული კანონი მცირე მოცულობით ნარკოტიკებით ვაჭრობას, ორგანიზებული ვაჭრობასთან შედარებით (რომელიც ძალიან მკაცრად ისჯება), განიხილავს როგორც ნაკლებად სერიოზულ დანაშაულს, ამ ნარკომანების ინტერესებს, რომლებიც ყიდიან ნაწილს თავისი პირადი მარაგიდან, რათა დაიკმაყოფილონ პირადი მოთხოვნილებები. პირის საკუთრებაში მყოფი ნარკოტიკების რაოდენობა მეორე საერთო ფაქტორი, რომელსაც მხედველობაში იღებს ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყანა, ეს არის კონკრეტული პირის საკუთრებაში მყოფი ნარკოტიკების რაოდენობა. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მცირე რაოდენობა მიუთითებს რომ პრეპარატი უფრო პირადი მიზნით გამოიყენება, ვიდრე რეალიზაციისათვის. თუმცა სხვადასხვა ეროვნული კანონმდებლობა ყოველთვის არ ავლებს ასეთ მკვეთრ საზღვარს რაოდენობრივ მოცულობებს შორის, რომლებიც განკუთვნილია პირადი მოხმარების ან რეალიზაციისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება იღებს კონკრეტული საქმის სხვადასხვა სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე. ამასთანავე დიდ ყურადღება ეთმობა ინდივიდის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას. პირს, რომელიც აშკარად ავლენს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, იმშემთვევაშიც კი თუ იგი ცნობილია პოლიციისათვის, მოუწევს გაიაროს მკურნალობის კურსი ან მიიღოს მონაწილეობა მხარდამჭერ პროგრამაში. თუმცა, ამასთანავე, წარმოიქმნება იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ჯერ არ არიან ჩათრეულნი ნარკოტიკების გარემოში. სასამართლოში ხვდება ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც არ (ან ჯერ არ) ამჟღავნებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. დღეისათვის მათ უწოდებენ ”შემთხვევით მომხმარებელს” ან ”გართობის მიზნით მომხმარებელს”. ნარკოტიკული ნივთიერებების ხასიათი ნარკოტიკული ნივთიერებების ხასიათს, რომლებსაც ინახავს ბრალდებული, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს. სამომავლოდ ამ საკითხის გადასაწყვეტად ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის კონსესუსი არსებობს. კანაფი, მარიხუანა, ჰაშიში და მათი წარმოებულები, სხვა საშიშ პრეპარატებთან შედარებით, უფრო მსუბუქად განიხილება. 

რეციდივი 

შენახვასთან დაკავშირებული განმეორებითი დარღვევა დამამძიმებელ გარემოებად განიხილება იმისდა მიუხედავად, რაც საყოველთაოდ ცხადია - ნარკოტიკებზე დამოკიდებული ინდივიდი ასეთ სამართალდარღვევას სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ ჩაიდენს.
   
ნარკომანია

                                                      ნარკომანია

ნარკომანია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ნარკოტიკების ხმარებისადმი ავადმყოფურ მიდრეკილებას.

ავადმყოფური მიდრეკილება. 
ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:
• ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
• მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია

  ნარკომანია და საზოგადოება
  სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
  ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
  ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.

mecxramete saukunis bolomde narkotikebi saerTaSoriso problemas ar warmoadgenda, vinaidan, is mxolod calkeul qveynebSi iyo gavrcelebuli. teqnikisa da teqnologiebis ganviTarebam SesaZlebeli gaxada opiumidan da mcenare kokas foTlebidan axali alkaloidebis didi raodenobiT miReba, xolo mimosvlis ganviTarebam xeli Seuwyo mis mTel msoflioSi gavrcelebas, meoce saukunidan narkomania gaxda saerTaSoriso problema. misma gavrcelebam ki naTlad gamoaCina misi uaryofiTi Tvisebebis mravalferovneba.

narkomania im daavadebaTa jgufs ekuTvnis, romlebsac axasiaTebs centralur nervul sistemaze moqmedi preparatebisadmi avadmyofuri SeCveva. rasac dro da dro mohyveba:

1. narkotikuli saSualebebis miRebis dauZleveli moTxovnileba da misi Sovnisadmi miswrafeba (fsiqikuri damokidebuleba). 2. abstinenciuri sindromi _ fizikuri damokidebuleba, rac mdgomareobs SemdegSi: avadmyofs, romelic ar miiRebs misTvis Cveul narkotiks 6 - 18 saaTis ganmavlobaSi, uviTardeba e.w. “SimSilis mdgomareoba”, misTvis damaxasiaTebeli mravali fizikuri da fsiqikuri niSniT 3. organizmis SeCveva narkotikuli preparatebis mimarT, ris gamoc saWiro xdeba dozebis TandaTan momateba _ tolerantobis aweva.

xangrZlivi moxmareba ki oganizmSi iwvevs sxvadasxva avadmyofur cvlilebebs. gansakuTrebiT ziandeba nervuli sistema. radgan narkotikis garkveuli doza iwvevs eiforias, gabruebas, amave dros ,,simxnevis,, momatebas, tonusis awevas, guneba-ganwyobis gaumjobesebas, TviTdarwmunebas, faqtebis Rrma Sefasebisa da analizis SesaZleblobis daqveiTebas, SemoqmedebiTi unaris moCvenebiT momatebas, emociurobis gadaWarbebiT gamovlinebas, mravali saxis sasiamovno gancdas da sxva. yovelive amas Tan sdevs Taviseburi, araadekvaturi qceva, rac xSirad ar Seesabameba arsebul situacias da irgvliv myofTaTvis ucnauria. amave dros SesaZlebelia preparatebis gansazRvrulma dozam garkveul etapze gamoavlinos aRniSnulis sawinaaRmdego reqcia - saerTo moduneba, uxasiaToba, guneba - ganwyobis daqveiTeba da, saerTod, yvela saxis SemoqmedebiTi SesaZleblobebis da interesebis Semcireba.

Aanu SeiZleba iTqvas, rom narkomani fsiqikuradaa degradirebuli. dasawyisSi yuradRebas ipyrobs adamianis aqtivobis praqtikulad sruli daqveiTeba, advilad iRleba; xdeba afeqturi da mSfoTvare. Semdeg, narkomanebi xdebian zedmetad uiniciativoebi, maTi azrovneba zerele da SezRudulia, aRiniSneba nebisyofis absoluturi gaqroba. markotiks aRar moaqvs eiforiis da netarebis, e.w. _ ,,kaifis,, gancda da toqsikomanis cxovrebis erTaderT azrad rCeba narkotikis mopoveba da miReba, raTa Seimsubuqos abstinenciis, (SimSilis) sindromi, anu (moixsnas e.w. ,,lomka,,). .es mdgomareoba imdenad mZimea, rom narkomani narkotikis saSovnelad yvelaferzea wamsvleli, da am dros is xdeba sazogadoebisTvis saSiSi da ZiriTadad sCadis garkveul danaSaulebebs, rasac “narkotikul danaSaulebas uwodeben.

termini “narkotikuli danaSauli” ki gamoiyeneba raTa moicvas oTxi saxis danaSauli

1. ფსიქო-ფარმაკოლოგიური დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ქრონიკული ან სერიოზული მოხმარების შედეგად.

2. ეკონომიკურად განპირობებული დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი იმ მიზნით, რომ მოიპოვონ ფული (ან ნარკოტიკები) ნარკოტიკების მოხმარების უზრუნველსაყოფად.

3. სისტემური დანაშაულები: დანაშაულები ჩადენილი როგორც უკანონო ნარკოტიკების ბაზრის ფუნქციონირების, ნარკოტიკების მიწოდების, გავრცელებისა და მოხმარების ბიზნესის ნაწილი.

4. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონების დარღვევები: დანაშაულები ჩადენილი ნარკოტიკების (ან სხვა მსგავსი) კანონმდებლობის დარღვევით.

D igi zemo aRniSnul yvela danaSaulze pasuxs agebs mTeli simkacriT radgan narkomania, araa miCneuli rogorc daavadeba da arc Semamsubuqebel garemoebad iTvleba. Miuxedavad imisa, rom narkomani aRar aris sazogadoebis sruluflebiani wevri, da daTrgunulia misi pirovnuli da individualuri, ganviTarebuli adamianisTvis damaxasiaTebeli, yvela niSani. narkomans uWirs sakuTari adgilis povna, da aris gariyuli, 

Cvenda samwuxarod abstinenciis sindromi viTardeba yvela SemTxvevaSi da Tu narkomanma ar miiRo morfini, 6 - 18 saaTis Semdeg ewyeba gulisreva, faRaraTi, gugebis gafarToeba, zogadi sisuste, sunTqvis gaxSireba, temperaturis momateba, nerwyvisa da cremlis dena, cemineba, uZiloba, tkivili mTel sxeulSi, guneba - ganwyobis daqveiTeba, gaRizianeba, uZiloba da a.S. es yvelaferi grZeldeba 10 - 12 dRe, Semdeg rCeba usiamovno SegrZnebebi, uZiloba da uxasiaToba. es mdgomareoba ki ganapirobebs mitovebuli narkotikuli saSualebebisadmi ltolvas.

sabolood, ki narkotiki iwvevs qronikuli mowamvlas anu adamianis fizikur da fsiqikur ganadgurebas. irRveva wylis da naxSirwylebis balansi, kani xdeba mSrali da moyviTalo - miwisferi, kbilebi advilad ziandeba da iwyeba kariesi, gugebi Seviwroebulia, saxe - SeSupebuli, arteriuli wneva - daqveiTebuli, iwyeba qronikuli uZiloba, potencia mkveTrad qveiTdeba, viTardeba bronquli asTmis movlenebi, irRveva metyveleba, moZraobis koordinacia, aRiniSneba tkivili Sardis buStis da swori nawlavis areSi, viTardeba kidurebis kankali, umadoba da wonaSi dakleba.

garda zemo xsenebulisa narkotikebi uaryofiTad moqmedeben sunTqviT centrze da aduneben mas. amitom avadmyofebi, romelTac aReniSnebaT qalasSida wnevis momateba, bronquli asTma da filtvebis sxvadasxva daavadebebi, narkotikebis miRebis Semdeg, iRupebian sunTqvis centris damblis gamo.

aRsaniSnavia isic, rom narkotiki ara marto nervul sistemaze aramed adamianis calkeul organoebzec uaryofiT zegavlenas axdens, 

Aaseve narkomania uaryofiTadDmoqmedebs RviZlzec, igi iwvevs RviZlis daavadebebs, radgan narkotikis xSiri miReba nela-nela asustebs RviZls da SemdgomSi viTardeba RviZlis daavadebaTagan yvelaze gavrcelebuli daavadeba “cerozi”, rasac Tan sdevs gausaZlisi tkivili muclis areSi, aseve icvleba kanis feric da dro da dro iSleba RviZli, anu adamiani mieqaneba ubskrulisaken, radgan mecnierulad damtkicebulia, rom cerozi mxolod im SemTxvevaSi eqvemdebareba mkurnalobas Tu droulad iqna aRmoCenili, isic mkurnalobis maqsimumi efeqti GRviZlis Slis droebiTi SeCerebaa, kidev erTxel xazgasmiT avRniSnav droebiTi, anu mainc ganukurnebel daavadebaTa ricxvs miekuTvneba, miuxedavad zemo xsenebulisa dRes dReobiT ceroziT daavadebulTa daaxloebiT 30-40 % mainc narkomaniiTaa gamowveuli.

miuxedavad zemo aRniSnuli mZime Sedegebisa narkomaniam katastrofuli masStabebi moicva bolo wlebSi, gansakuTrebiT gaizarda momxmarebelTa ricxvi 130-250000-s miaRwia. raSic xels uwyobs narkomaniis gavrcelebis mravalmxrivi mizezebi. xSirad is viTardeba preparatis samkurnalo mizniT xangrZlivad xmarebis Sedegad. zogjer - TviTmkurnlobiT, rodesac avadmyofi uZilobis an saerTo sisustis gamo, TviTon iwyebs narkotikebis miRebas. mozardebsa da axalgazrdebSi xSiria SemTxvevebi, roca isini mibaZvis, an cnobismoyvarebis gamo, nakotikul saSualebebs mimarTaven. calkeul SemTxvevebSi, is dakavSirebulia iZulebiT zemoqmedebasTan, rodesac Camoyalibebuli narkomani, pirovnebis Taviseburi degradaciis da socialuri mdgomareobis gaukuRmarTebis gamo, aiZulebs irgvliv myofT, miiRon narkotiki.

es is mdzime senia romelic dges mtels msoflioshia modebuli da mat shoris chvens patara saqartveloshi . narkomani chemis azrit aris susti nebisyofis adamiani romelsac ar aqvs tavi daaagwios sakutar problemas mogavraos igi amitomac shvebas wutier siamovnebahi igebs da nel nela iklavs tavs.. sazogadoeba riyvas aset adamians 
... imitom romis wamals ikitebs .. kaifshi lomkis dros sheidzleba rame dagishavos... aq chventan dzalian bevri dums imis shesxeb rom is aris narkomani tumcaga sheidzleba es masw auxebdes da surdes tavis dagweva am senisgan, magram marto amas ver axerxebdes... chemi azrit adaminebi unda mivexmarot ertmanets anu gamovichinot meti dzalisxmeva da yuradgeba am adaminebisatvis da davexmarot mat sicoxlis shenarchunebashi da ara piriqit movitxovdet mat moshorebas chvengan! an kidev uaresi sikvdils!!! isinic chveulebrivi adaminebi arian da mat chveni tanadgoma schirdebat!

ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

ჯანმრთელი თაობა — ნარკომანია

დევიზი უცვლელია
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე – ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მართლაც ძნელია, იპოვო დედამიწაზე ადგილი, ნარკოტიკის გემო რომ არ იცოდნენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!

ნარკო-ბუმის მიზეზი
ნარკოლოგთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს. მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა, რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.

რაშია საქმე
ნარკომანიის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის უდიდესი მნიშვნელობა იმდენად აშკარაა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს. რაც შეეხება ნიშნებს, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებლებს ამხელს და რომლებიც ყველა მოზარდის მშობელმა უნდა იცოდეს, თქვენს ყურადღებას ნამდვილად შევაჩერებთ.
“რაღაცაშია საქმე”, თუ:
. მოზარდი, რომელიც აქამდე დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, თავის თავში ჩაიკეტა და გულჩახვეული გახდა.
. შინიდან უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება, სახლში კი გვიან ღამით ბრუნდება ― მაშინ, როდესაც, მისი აზრით, ოჯახის წევრებს უკვე სძინავთ. საშინლად ღიზიანდება, როდესაც ეკითხებიან: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”
. ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ფსიქოსტიმულატორების გამოყენებისას კი რული არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს.
. გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, ცუდად სწავლობს. მეცადინეობა აღარ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს, რადგანაც მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.
. ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), სრულებით აღარ ხიბლავს.
. წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა უხდება.
. აღენიშნება ხასიათის უჩვეულო ცვლილება: კონფლიქტურ სიტუაციაში, თუნდაც პიროვნული ღირსება შეულახონ, მეტისმეტად მშვიდია, სამაგიეროდ, შეიძლება უმიზეზოდ აფეთქდეს და ჩხუბი დაიწყოს. მეტწილად კი უგუნებოდ და დათრგუნულია.
. უფრო და უფრო მეტ ფულს გთხოვთ, თუმცა რაიმე ფასეული შენაძენი შინ არ მოაქვს. მეტიც: თქვენი საფულიდან იკარგება ფული, შინიდან კი – ძვირფასი ნივთები.
. ახალი მეგობრები ჰყავს, რომელთა თქვენთვის გაცნობას არ ჩქარობს, ტელეფონით კი მათთან ჩურჩულით საუბრობს.
ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ დროა, შვილს გულახდილად ესაუბროთ. გირჩევთ, საუბრისას სიმკაცრე არ გამოიჩინოთ. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ და მოზარდიც, სავარაუდოდ, გულს გადაგიშლით.

საშიში ნიშნები
ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ნარკომანია დანაშაულად ითვლებოდა. ამჟამად გარკვეულია: ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანსაც (მათ ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენურ მომხმარებლებს უწოდებენ), ისევე როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება.
ვიდრე თერაპიაზე საუბარს დავიწყებდეთ, ჩამოვთვლით ნიშნებს, რომლებიც დაავადებაზე ან, უბრალოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს:
. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზინის;
. მომატებული ძილიანობა (ნარკოტიკების მომხმარებლებს ფაქტობრივად ფეხზე ეძინებათ, შეიძლება, თვალგახელილმაც ჩათვლიმონ);
. ძლიერი აგზნებულობა, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე, მოყვითალო ელფერი;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;
. მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა;
. ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;
. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით ინექცია შეიძლება ფეხებზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზე გაკეთდეს.
თუ მშობლები ამგვარ საეჭვო ნიშნებს შეამჩნევენ, კონსულტაციისთვის უთუოდ სპეციალისტს უნდა მიმართონ.

როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკებს
ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო ხანს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი ნარკომანიით დაავადებულისთვის გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერების – მეტადონის მიწოდებას გულისხმობს. თუ ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია.
რაც შეეხება დეტოქსიკაციის მეთოდს, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. დაიხსომეთ: მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების მხარდაჭერას. არ შეიძლება, ნარკომანიით დაავადებულს ეჩხუბო, შეურაცხყოფა მიაყენო, აიძულო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია, ოჯახის წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ მკურნალობა მოტივირებული გახადოს.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა სარეაბილიტაციო კურსია, რომელსაც, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ.
დევიზი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ხალხია ნარკოლიდერები. ისინი დიდი რაოდენობით ყიდიან ნარკოტიკს. ნარკოტიკის ერთი გაკეთებაც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მსოფლიოში ყოველ დღიურად 1000-ობით ადამიანი იღუპება. ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმში, როგორც კი შედის მერე მისი ორგანიზმი ამ ძალას ვეღარ უმკლავდება და ბოლოს ეს ყველაფერი სიკვდილით მთავრედბა. მსოფლიოში შექმნილია ათასობით ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრი, რომელიც ადამიანს სრულად ცვლის და ჯანსაღ ცხოვრებას უბრუნებს.
ზურაბ ბურდული VIIკლ

ნარკომანია მთელ სოფლიოშია გავრცელებული. ნარკოტიკის შედეგად იღუპება ძალიან ბევრი ადამიანი.ჩვენ ხელი უნდა გაუწოდოთ ერთმანეთს და გავანადგუროთ ნარკომანია.ნუ გასინჯავთ ნარკოტიკს, ის მავნებელია ორგანიზმისთვის. მომავალი წინ არის, ცხოვრება მშვენიერია.
ირაკლი შენგელია VIკლ.

ნარკომანია ძალიან ცუდი სენია. იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას. მე მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთმა ბიჭმა ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ ისევ განაგრძობდა ნარკოტიკის მიღებას მას არ შეეძლო მოთმენა, ერთ კვირას ვერ ძლებდა ნარკოტიკის გარეშე. მაგრამ ბოლოს ეს ბიჭი თავს მოერია იმკურნალა და გამოჯამრთელდა. ეხლა უკვე ცოლიც ყავს და შვილიც და ჩვეულებრივად ცხოვრობს, როგორც სხვა ადამიანები.მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და ნარკოტიკებს ყოველდღიურად იკეთებენ. არის ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც თავიდან წესიერი ბიჭი იყო მაგრამ მამამ მიატოვა, თავისმა ძმაკაცებმა კი ურჩიეს ნარკოტიკის გაკეთება, რათა კარგ ხასიათზე დამდგარიყო.ეს რჩევა მან სისრულეში მოიყვანა.ადამიანი საკუთარი თავის მტერია. მე მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ჭაფოძე ანა.VIკლ.

თუ შენ ნარკომანი ხარ, მაშინ შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს!
ნუ იკლავ თავს!
ნარკომანი ყოველ 20წუთში ერთი ადამიანი იღუპება.
სოფიო ფილიშვილი VIკლ.

ყველამ ვიცით, რომ ყაყაჩოსაგან ნარკოტიკებს ამზადებენ. ეს დავადება მსოფლიოშია გავრცელებული და მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს თუ დროულად არ დაანებებთ თავს. მე ბევრი ადამიანი მყავს ნანახი, რომელიც ნარკომანია და ისინი ძალიან მეცოდებიან. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აკეთებენ ბევრ რეკლამებს და ასევე არის სამკურნალო ცენტრები. მე იმედი მაქვს რომ საქართველოში ეს პრობლემა საბოლოოდ ამოიძირკვება და ასეთი ადამიანები აღარ იარსებებენ

ნარკომანია
დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006., 

დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს - ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ნარკომანიას ახასიათებს: ფსიქიკური დამოკიდებულება; ფიზიკური დამოკიდებულება; ეიფორია; დეპრესია; ჰალუცინაცია
See also: ფსიქიკური დამოკიდებულება, ფიზიკური დამოკიდებულება, ეიფორია, დეპრესია, ჰალუცინაცია, ნარკომანი
Source: ნიჟარაძე ნანა, მებაღიშვილი თათია, აირჩიეთ სიყვარული!/სოლიდარობა №5’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.

ჟურნალ ოზონში, ერთერთი დიჯეის მიერ მიცემულ ინტერვიუს,

კლუბური ნარკოტიკის შესახებ
სიმართლე გითხრა, ბევრი ვიფიქრე, რით დამეწყო ახალი რუბრიკა და ბოლოს გადავწყვიტე ჩემი პირველი სტატია "კლუბური ნარკოტიკებისთვის" მიმეძღვნა.
ვფიქრობ ეს დღეს კლუბურ კულტურასთან დაკავშირებით ერთერთი ყველაზე აქტიური თემაა, რადგან ბევრს სწორად არ ესმის ასეთი ნარკოტიკის ცნება, ხდება ისეც, რომ მშობლები შვილებს "კლუბური ნარკოტიკების შიშით, კლუბში წასვლას უკრძალავენ (რაც ჩემი აზრით გამოსავალი არ გახლავთ).
"კლუბური ნარკოტიკის" ყველაზე პოპულარული სახეობა ექსტაზი "გახლავთ". პირადად მე ამ ტაბლეტს არცთუ დადებითად ვუყურებ და მისი მომხმარებელიც არ ვარ, მაგრამ ვეცდები ნეიტრალური ვიყო და მოგაწოდოთ იმფორმაცია, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს "კლუბური ნარკოტიკი".
"ექსტაზი" სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან შემდგარი ტაბლეტია, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადი ადგილი უკავია MDMA-ს (მეთილენ-დიოქსიდ-მეთ-ამფეტამინს). ეს უკანასკნელი შედარებით ახალი ნივთიერებაა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში კლუბური მუსიკისა და კლუბური ცხოვრების შემოსვლასთან ერთად გაჩნდა. ექსტაზის მიღების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანი უძლურუ და დეპრესიული ხდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში; "ექსტაზის" მოხმარება შეიძლება რამდენიმე სახით აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, 
ადამიანის ორგანიზმში ის იწვევს:
1*ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას.
2აქვეითებს თერმორეგულაციას.
3*ხელს უწყობს სეროტონინის აქტიურ გამოყოფას.

ყველაფერი ეს კი საბოლოვო ჯამში ექსტაზის ეფექტს განაპირობებს, რომელიც გამოიხატება მუსიკის და გარემოს აქტიური აღქმით, ენერგიის მოზღვავებით, ხალხთან და გარემოსთან კონტაქტით და ამ ენერგიის დახარჯვის სურვილით. ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი ეიფორიის, მეგობრობის და ბედნიერების გაძლიერებული გამოხატვის სურვილით გამოირჩევიან.ამ არატიპიური ნიშნების გამო, ნარკოტიკის ეს სახეობა ვერცერთ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ვერ გააერთიანეს და სჰემოიღეს კლასიფიკაციის ახალი ჯგუფი, რომელსაც ემპათოგენი დაარქვეს.

დღეს მსოფლიოში ექსტაზის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელიც ქიმიური შემადგენლობით ერთმანეთისაგან განსხვავდება. სხვადასხვა სახეობის ექსტაზებში MDMA-ს შემცველობა სხვადასხვაა. შესაბამისად სხვადასხვაა მათი მოქმედების სიმძლავრეც,რაც გამოარჩევს კიდევ ერთ სახეობის ექსტაზის მეორესაგან. ე.წ დაექსტაზება ნარკოტიკის მიღებიდან 1-2 საათში იწყება და 3-6 საათს გრძელდება.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ექსტაზის შენახვა და გაყიდვა კრიმინალია და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ამიტომ მშობლების ის მოსაზრება, რომ მათი შვილები კლუბში წასვლის შემთხვევაში იქვე სჰეიძენენ ექსტაზის მცდარია. დარწმუნებული ვარ რამდენიმე დოლარით მეტი შემოსავლის მისაღებად, კლუბის მეპატრონეები თავს არ აიტკივებენ და საკუთარ ბიზნესს საფრტხეს არ შეუქმნიან, რადგან მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში, გამმყიდველის გარდა პასუხი კლუბის ხელმძღვანელობასაც მოეთხოვება.
ახლა რაც შეეხება მდგომარეობას ამ მხრივ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ბრიტანეთის კანონმდებლობა ამბობს, რომ აკრძალულია ექსტაზის გაყიდვა და ტარება, მაგრამ ბრიტანეთსჰი ექსტაზის მიღების გამო არ იჟერენ, რადგან ამ ნარკოტიკის მოხმარებას, დეკრიმინალიზაცია გაუკეთდა გარკვეულწილად. იმავე ბრიტანეთის პარლამენტის დასკვნით ექსტაზი ნაკლებად საზიანოა კაცობრიობისათვის ვიდრე ალკოჰოლი ან თამბაქო. მაგალითად გასულ წელს ექსტაზის მოხმარების შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ნარკოტიკის მიღება კარგია ან არასახიფათოა.
მსოფლიოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის პრევენციულ რჩევებს ავრცელებს, მათ შორის ინტერნეტით,
გთავაზობთ სხვადასხვა საიმფორმაციო რესურსებში გამოქვეყნებულ რჩევას. 
ექსტაზის მიღების შედეგად, ორგანიზმში დარღვეული თერმორეგულაციის დროს სხეულის ტემპერატურა მატულობს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს.ამიტომ დაექსტაზებულმა ადამიანმა თან უნდა იქონიოს წყლის გარკვეული რაოდენობა , რათა სხეულის გადახურება და გამოშრობა თავიდან აიცილოს: ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ არ შეიძლება ალკოჰოლის ან მედიკამენტების მიღება, რადგან არ უკანასკნელთა შემადგენელი ნივთიერებები შეიძლება ექსტაზის შემადგენელ ნივთიერებებთან უარყოფით რეაქციაში შევიდეს: მიუხედავად იმისა რომ ექსტაზი მოჭარბებულ ენერგიას წარმოშობს , აუცილებელია პერიოდული დასვენება, რადგან ნარკოტიკის აყოლამ შეიძლება გამოფიტვა გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა: მედიკოსები ამბობენ რომ ექსტაზის ზემოქმედების დასრულების შემდეგ, სხეულის ტემპერატურა იკლებს და ადამიანს ამცივნებს, ამიტომ საჭიროა თბილი ტანსაცმლის ქონა: ორგანიზმს ექსტაზის მიმართ სენსიბილიზაციის უნარი გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ ნარკოტიკის აქტიური მოხმარების დროს, საჭირო იქნება დოზის მუდმივი ზრდა, რაც გააძლიერებს ორგანიზმში მოქმედ პროცესებს და საბოლოვოდ, მისი სხვადასხვა სისტემის მოშლას გამოიწვევს. პრინციპში სულ ეს არის, რაც საჭიროდ ჩავთვალე, კლუბური ნარკოტიკების შესახებ დამეწერა. ჩემი აზრით კლუბში ყველაზე დიდი ნარკოტიკი, მუსიკა და იქაური აურა უნდა იყოს. ვთვლი რომ ექსტაზი ზედმეტია და მას იმდენი კარგი იმდენი არ მოაქვს, რო მისი მიღება ღირდეს. მაგრამ ესეც თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.
აბსტინენტური სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.

აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი [რედაქტირება]

ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროს — კანქვეშის, ნათხემის, ჰიპოტალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).

თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლების არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.
დამახასიათებელი თვისებები [რედაქტირება]

ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:
ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია
ნარკომანია და საზოგადოება [რედაქტირება]

სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.

ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.

ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.
მკურნალობა [რედაქტირება]

ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.
ძალისმიერი გზები [რედაქტირება]

ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.
ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით [რედაქტირება]

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.
მდგომარეობის განვითარების პროგნოზი [რედაქტირება]

გაეროს სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე მდგომარეობის განვითარებას მთლიანად განაპირობებს მდგომარეობა ავღანეთში, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს ყანებია და სადაც უკანასკნელ წლებში მსოფლიოში უკანონო ოპიუმის წარმოების სამი მეოთხედი მოდის.

ამასთან, უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებენ საერთო სტაბილურობას და კოკას ნარგავებს ამცირებენ (კოლუმბია, პერუ და ბოლივია) და კოკაინის წარმოება. აქტიურად ფუნქციონირებს კანაფის ბაზარი. მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აფრიკაში.
2006 [რედაქტირება]

(с) wikipedia